მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორსა და განვითარების კონსულტანტს, მქონდა კონტაქტი ამ ორგანიზაციასთან რამდენიმე წლის განმავლობაში და პირადად ვიცი მათი თავდადებისა და პროფესიონალიზმის შესახებ.
P/T/G პირველად 2003 წელს გავიცანი, როდესაც ვიყავი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებდით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის (ამჟამად აშშ-ს განვითარების სააგენტო - USAID) პროგრამას, რომელიც დღეისათვის ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი კავშირები - Community Connections. ამ პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენ ვახდენდით ქართველი ბიზნესმენებისა და პროფესიონალების რეკრუტირებას და ვაგზავნიდით მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 კვირიან სტაჟირებაზე. ინგლისური ენისა და კულტურათა შორის კომუნიკაციის კურსებზე დამატებითი პრაქტიკისათვის, მონაწილეთა შერჩევისა და ორიენტაციის პროცესის ფარგლებში ჩვენ ვაგზავნიდით შერჩეულ კანდიდატებს P/T/G -ში, რომლთანაც წინასწარ დავამყარეთ კავშირი.
ჩვენმა ორგანიზაციამ P/T/G შეარჩია მათი პროფესიონალიზმისა და მაღალი რეპუტაციის გამო. P/T/G -იმ არა მხოლოდ გაამართლა, არამედ გადააჭარბა ჩვენსა და აშშ-ს მთავრობის მოლოდინს.
მონაწილეებმა ისწავლეს განუზომლად მეტი, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებისას ხდება ხოლმე და რასაც მრავალი სხვა ორგანიზაცია სთავაზობს. ტრეინინგისა და გუნდის განვითარების სავარჯიშოებმა, რომლებიც P/T/G-იმ გამოიყენა, შეცვალა და მოამზადა ჩვენი მანაწილეები იმ მრავალფეროვანი სიტუაციიებისათვის, რასაც ისინი შეხვდნენ აშშ-ში ყოფნისას. მართლაც, საქართველოში დაბრუნებისას მრავალმა მონაწილემ აღნიშნა იმ ფასდაუდებელი გამოცდილების შესახებ, რაც მათ P/T/G-იმ მისცა; ისინი უაღრესად კმაყოფილნი იყვნენ, რომ P/T/G-ის კურსები მათი მოსამზადებელი პროგრამის ნაწილი იყო.
ცალკე შეიძლება აღინიშნოს, რომ ამ მონაწილეთაგან მრავალმა შემდგომში შესძლეს თავიანთი P/T/G-ში მოღებული გამოცდილების გამოყენება საერთაშორისო ბაზარზე კარიერის გასავითარებლად.
ჩემთვის ნათელია რომ, P/T/G-ი არის განსაკუთრებული ორგანიზაცია, ისეთი რომლის ტრეინინგიც ნებისმიერ პროგრამაში შეიტანს უდიდეს წვლილსა და გააუმჯობესებს მას. ასე რომ, მთელი გულით ვუწევ რეკომენდაციას ამ ორგანიზაციას.
ჯეისონ ა. დიუპონტ
http://af.linkedin.com/pub/jason-dupont/b/5/54






