SAT II


ზოგადი ინფორმაცია SAT II-ის კურსის შესახებ:

SAT II არის საერთაშორისოდ აღიარებული ტესტი, რომელიც ამოწმებს თქვენს შესაძლებლობებსა და ცოდნის დონეს 20 სხვადასხვა საგანში. მათ შორის: ინგლისურ ლიტერატურაში, ამერიკის ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში, მათემატიკაში ( I დონე, II დონე), ეკოლოგიურ ბიოლოგიაში, მოლეკულურ ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ფრანგულ ენაში, (ფრანგული ენა მოსმენით), გერმანული ენაში, (გერმანული ენა მოსმენით), ესპანური ენაში, (ესპანური ენა მოსმენით), თანამედროვე ებრაულში, იტალიურში, ლათინურში, ჩინური მოსმენით, იაპონური მოსმენით და კორეული მოსმენით.

SAT II-ის ტესტები, ძირითადად, 5 მთავარ საგანს მოიცავს. ესენია: ინგლისური ლიტერატურა, ისტორია, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და უცხო ენები.

ზოგადად, თითოეული ტესტი შედგება 95 შეკითხვისაგან. ცალკეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან ერთი აუცილებლად სწორია, გამონაკლისია მხოლოდ ბიოლოგიის ტესტი, სადაც 100 დავალებაა მოცემული. აქედან პირველი 60 ორივე სახის: ეკოლოგიური და მოლეკულური ბიოლოგიისთვის ერთიდაიგივეა, ხოლო დანარჩენი 40-დან პირველი 20 ეკოლოგიურ ბიოლოგიას ეხება, მეორე 20  კი - მოლეკულურ ბიოლოგიას.

ტესტის პასუხების ფურცელი 115 გრაფისგან შედგება, საიდანაც 100-დან 115-მდე გრაფები ქიმიური ფორმულებისთვის არის განკუთვნილი.

SAT II-ის ისტორიის ტესტი მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიასა და სოციალურ მეცნიერებებს.

SAT II-ის მათემატიკის ტესტი კი საჭიროებს: ალგებრის, გეომეტრიის, საბაზისო ტრიგონომეტრიის, საბაზისო გამოთვლითი მათემატიკის, ფუნქციებისა და სტატისტიკის მაღალ დოენზე ცოდნას.

თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად ერთი, ორი ან სამი ტესტის ჩაბარება. გაითვალისწინეთ, რომ დარეგისტრირებისას უნდა მიუთითოთ ტესტების დასახელებები და რაოდენობა.

ქულები და ჩაბარების წესები:

ტესტის ხანგრძლივობა 1 საათია და მისი საფასური 50$ დოლარია, რასაც ემატება 11$ დოლარი თითო საგანზე, ხოლო თუ საგანი მოსმენასაც მოიცავს, მაშინ დამატებით კიდევ 21$ დოლარის გადახდაა საჭირო. გაითვალისწინეთ, რომ ენობრივი საგნების ტესტი წელიწადში მხოლოდ ერთხელ - ნოემბერში ინიშნება, ხოლო დანარჩენი საგნების ჩაბარება იმავე თარიღებში შეგიძლიათ, რა თარიღებიც SAT-ისთვის არის ხელმისაწვდომი. 

SAT II-ის ტესტი ფასდება 200-800-იანი სკალის მიხედვით.

SAT II-ის ოფიციალური საიტი:

http://sat.collegeboard.org/practice/sat-subject-test-preparation

SAT II-ის სასწავლო კურსის აღწერა:

ჩვენ გთავაზობთ SAT II-ში მოსამზადებელ კურსებს: მათემატიკაში ( დონე I, დონე II), ფიზიკაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში. 

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება SAT II-ის  საგნობრივი ტესტის წარმატებით გავლისთვის საჭირო ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ მოგეთხოვებათ.

კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური პროგრესის მიღწევა მოხდეს.
ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ SAT II-ის კურსისთვის საჭირო წინამოსამზადებელი პროგრამები: მათემატიკაში, ფიზიკაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში, შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით SAT II-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ვერბალურ და მათემატიკურ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები:

ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც, როგორიცაა 2120 ჯამური ქულა.

სიახლეები

    • 16
    • თებ
    მზად ხართ დაიპყროთ SAT და მოხვდეთ თქვენი ოცნების კოლეჯში? შეუერთდით ჩვენს ინტენსიურ SAT-ის მოსამზადებელ კურსს წარმატებისკენ, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისთვის!   რატომ ავირჩიოთ ...მეტი
    • 8
    • ოქტ
      თემა: P/T/G-ის SAT, TOEFL, IELTS კურსები + ანგლო-ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები   ვებინარს ჩაატარებს ტესტირების და შეფასების საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ სიხარულიძე --- ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    -

      P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით რომელთაც აქვთ ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G  2000 წლის ივნისიდან ცნობილია როგორც საუკეთესო ბრენდი საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადებესა და ინგლისური ენის სწავლებაში. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე ჩვენ ყურადღება მივიპყარით როგორც ...მეტი