ACT


ზოგადი ინფორმაცია ACT-ის შესახებ: 

 
ACT არის საერთაშორისოდ აღიარებული ტესტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს თქვენი ცოდნა და რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ ამ ცოდნის გამოყენება. ტესტი ამოწმებს თქვენი კითხვის, წერის, სამეცნიერო მსჯელობისა და მათემატიკურ პრობლემებზე მუშაობის უნარებს. იგი მოიაზრება SAT-ის ჩამნაცვლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. იგი პირველად 1959  წელს ჩატარდა. ტესტი ვერბალური, ანალიტიკური, საბუნებისმეტყველო და მათემატიკური ნაწილებისგან შედგება. 2005 წლიდან მას მეხუთე - არჩევითი ნაწილი დაემატა, რომელიც თემის დაწერას გულისხმობს. ეს სიახლე ამავე წელს SAT-ში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა.
 
ACT-ის  პირველი სექცია ინგლისურ ენას ეთმობა, რომელშიც 75 კითხვაზე პასუხის გასაცემად 45 წუთი გეძლევათ. თითოეულ შეკითხვას რამდენიმე სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად, სწორია.
 
მეორე სექციაში 60 მათემატიკური დავალებისთვის 60 წუთია გამოყოფილი. მათემატიკურ ტესტზე კალკულატორის გამოყენება დაშვებულია, თუმცა გარკვეული ტიპის კალკულატორებზე შეზღუდვები არსებობს: http://www.actstudent.org/faq/answers/calculator.html
 
ტესტის მესამე სექცია წაკითხულის გააზრებას მოიცავს. აქ 40 კითხვაზე პასუხის გასაცემად 35 წუთი გაქვთ მოცემული. 
 
მეოთხე სექცია საბუნებისმეტყველო თემატიკის 40 შეკითხვისგან შედგება და მათ გადასაჭრელად 35 წუთია განკუთვნილი. 
 
რაც შეეხება მეხუთე სექციას, აქ მოცემული საკითხის ირგვლივ, 30 წუთში ანალიტიკური თემის დაწერა გევალებათ, თუმცა ამ დავალების შესრულება, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
 
SAT-ისგან განსხვავებით, ACT-ში შედარებით მარტივი კითხვებია, თუმცა თითოეულ შეკითხვაზე სტუდენტს წუთზე ნაკლები დრო აქვს საპასუხოდ, რაც ამ ორი ტესტის სირთულეს გარკვეულწილად, ათანაბრებს.

ქულები და ჩაბარების წესები:

ტესტის საფასური $34 დოლარია, ხოლო თუ სტუდენტი დამატებით ანალიტიკური თემის დაწერასაც აირჩევს - $49.50 დოლარი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ შეღავათი საფასურზე და ასევე ტესტის წერისას დამატებითი დრო ეძლევათ.
 
ACT წელიწადში 4-6-ჯერ ტარდება: სექტემბერში, ოქტომბერში, დეკემბერში, თებერვალში, აპრილსა და ივნისში. მისი ჩაბარების დღე, როგორც წესი, შაბათია და იგი ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ბარდება. საქართველოში ტესტი საერთაშორისო განათლების ცენტრში ბარდება და მისი ჩაბარების საფასური $59 დოლარია.
 
ACT-ში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა - 36-ია, ხოლო მინიმალური - 11.
 

ACT-ის სასწავლო კურსის აღწერა:

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება ACT-ის ხუთივე ნაწილის (English, Mathematics, Reading, Writing and Science Reasoning)  ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ მოგეთხოვებათ.

კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დროის მოკლე მონაკვეთში მოხდეს პროგრესის მიღწევა.
 
ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარატნირებული იყოს.
 
კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.
 
ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.
 
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ACT-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები: ინგლისურ ენაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.
 
კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.
კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით ACT-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ვერბალურ და მათემატიკურ ტესტს.

სიახლეები

    • 16
    • თებ
    მზად ხართ დაიპყროთ SAT და მოხვდეთ თქვენი ოცნების კოლეჯში? შეუერთდით ჩვენს ინტენსიურ SAT-ის მოსამზადებელ კურსს წარმატებისკენ, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისთვის!   რატომ ავირჩიოთ ...მეტი
    • 8
    • ოქტ
      თემა: P/T/G-ის SAT, TOEFL, IELTS კურსები + ანგლო-ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები   ვებინარს ჩაატარებს ტესტირების და შეფასების საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ სიხარულიძე --- ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    -

      P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით რომელთაც აქვთ ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G  2000 წლის ივნისიდან ცნობილია როგორც საუკეთესო ბრენდი საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადებესა და ინგლისური ენის სწავლებაში. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე ჩვენ ყურადღება მივიპყარით როგორც ...მეტი