TKT


TKT-ის ტესტის ჩაბარება მოეთხოვებათ ინგლისური ენის პედაგოგებს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ასწავლიან ინგლისურ ენას დაწყებით, საშუალო და აკადემიურ საფეხურებზე. ტესტი ინგლისური ენის სწავლების უნარს ამოწმებს და მისი ჩაბარება არამარტო მასწავლებლებს არამედ ინგლისური ენის ღრმად შესწავლის მსურველებსაც შეუძლიათ.   
TKT-ის ტესტის წარმატებით ჩაბარება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში თქვენი კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მთავარი გარანტორია. 
ტესტში მთავარი აქცენტი კეთდება: სწავლების მეთოდებზე, სწავლების ენაზე, რესურსების გამოყენებაზე, გაკვეთილების დაგეგმვაზე და კლასის მართვის მეთოდებზე. 
TKT-ის ტესტი სამი მოდულისგან შედგება: ენის შესწავლისა და სწავლების გამოცდილება, ენის სწავლების დაგეგმვა, სწავლების პროცესის მართვა. მასწავლებელს შეუძლია როგორც მთლიანი ტესტის ასევე ცალკეული მოდულების ჩაბარება. 
ტესტზე მუშაობისას მასწავლებელს 1 წუთში დაახლოებით 1 კითხვაზე უწევს პასუხის გაცემა. ტესტის ჩამბარებელმა რამდენიმე სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთის ამორჩევის შემდეგ შედეგს მონიშნავს კომპიუტერიზებულ ფურცელზე მონიშნავს.
TKT-ის პირველი მოდული - ენის შესწავლისა და სწავლების გამოცდილება 1 საათი და 20 წუთი გრძელდება და 80 შეკითხვას მოიცავს. იგი თავის მხრივ კიდევ სამ ნაწილად იყოფა: 
1. ენის ზოგადი დახასიათება და ენობრივი უნარები - 40 შეკითხვა; 
2. ენის შესწავლის გამოცდილება - 15 შეკითხვა;
3. ენის სწავლების გამოცდილება - 25 შეკითხვა.  
ტესტის დიზაინი თითოული მოდულისთვის შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით იცვლება. ენის შესწავლისა და სწავლების გამოცდილების მოდული სხვადასხვა სიტუაციური დავალებების ამოხსნასთან ერთად მეორე სახის დავალებებსაც მოიცავს. მათი გარკვევა სხვა სახით არის შესაძლებელი.  
TKT-ის ტესტი ამ მოდულით ამოწმებს, რამდენად კარგად ფლობთ სასწავლო ინგლისურის ტერმინებსა და კონცეპტებს; ასევე რამდენად კარგად შეგიძლიათ სასწავლო პროცესისთვის საჭირო რესურსების მოპოვება და შემდეგ მათი ეფექტური გამოყენება. 
მეორე მოდული - ენის სწავლების დაგეგმვა 1 საათი და 20 წუთი გრძელდება და 80 შეკითხვას მოიცავს.  იგი ორ ნაწილად იყოფა:
1. გაკვეთილის ან გაკვეთილის ნაწილის მომზადება და დაგეგმვა - 40 შეკითხვა
2. სასწავლო რესურსების შერჩევა და გამოყენება - 40 შეკითხვა
TKT-ის ამ მოდულით მოწმდება თქვენი უნარი რამდენად კარგად შეგიძლიათ დაგეგმოთ გაკვეთილი ან გაკვეთილის გარკვეული მონაკვეთი.  
მესამე მოდული - სწავლების პროცესის მართვა 1 საათი და 20 წუთი გრძელდება და 80 შეკითხვისგან შედგება. ტესტის ეს მოდული ორ ნაწილად იყოფა:
1. მასწავლებელთა და მოსწავლეთა სასაუბრო ენა კლასში - 40 შეკითხვა
2. სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობა - 40 შეკითხვა
სწავლების პროცესის მართვის მოდული ამოწმებს თქვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ რამდენად იცნობთ და შეგიძლიათ ალღო აუღოთ კლასში არსებულ სიტუაციას; ასევე როგორ იმოქმედებდით სხვადასხვა კონკრეტული შემთხვევების დროს. 
TKT-ის ეს მოდული ასევე საზღვრავს რამდენად კარგად შეგიძლიათ კლასის მართვა, მოსწავლეთა დაინტერესება და თითოული მათგანის აქტიურად ჩართვა გაკვეთილის მსლელობაში. ასევე როგორ აყალიბებთ ურთიერთობებს მოსწავლეებთან და როგორ მოქმედებთ მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტების გადასაწყვეტად. 
ზოგადად, TKT-ის ტესტის ჩაბარებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია, ტესტის როგორც ცალკეული მოდულების, ასევე ორი ან სამი მოდულის ერთად ჩაბარება. 
ჩვენი შეთავაზებები: 
სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება TKT-ის სამივე მოდულის (Background To language Teaching, Planning To language Teaching and Classroom Management) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ მოგეთხოვებათ.
კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყოს შესაძლებელი.
ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.
კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა. 
ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს. 
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ  TKT-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები ინგლისურ ენაში შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად. 
ქულები და ჩაბარების წესები:
საქართველოში  TKT-ის „ბრიტანეთის საბჭო“ იბარებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ივნისის პირველ ნახევარში, ტარდება. ტესტზე დარეგისტრირების ბოლო ვადა აპრილის შუა რიცხვებია. TKT-ის საფასური 268 ლარი და 50 თეთრია, 89 ლარი და 50 თეთრი თითოულ მოდულზე. დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში კი დამატებით 58 ლარის გადახდა მოგიწევთ. ტესტის სერთიფიკატი ივლისის შუა რიცხვებში გაიცემა. 
TKT-ის ტესტის სერთიფიკატები მიღებული ქულების მიხედვით 4 ჯგუფად იყოფა: 
Band 1:  გვიჩვენებს ტესტში შემავალი საკითხების დაბალ დონეზე ცოდნას; 
Band 2:  გვიჩვენებს მოცემული საკითხების საბაზისო მაგრამ სისტემატურ ცოდნას;
Band 3:  გვიჩვენებს ტესტში შემავალი საკითხების ღრმა და ზედმიწევნით ცოდნას;
Band 4:  გვიჩვენებს მოცემული საკითხების საკმაოდ მაღალი ხარისხით ცოდნას. 
გაითვალისწინეთ, რომ ამ სისტემის მიხედვით ჯამდება როგორც მთლიანი ტესტი, ასევე თითოეული მოდული ცალ-ცალკე. 
TKT-ში მაქსიმალური ქულა 80-ია. კემბრიჯის უნივერისტეტის კვლევების მიხედვით Band 3-ის დონის მისაღწევად კანდიდატმა სულ მცირე 45-50 ქულა მაინც უნდა მიიღოს. 
ტესტის ჩაბარება შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე მოდულებად, ასევე რომელიმე ორის, ან სამივე მოდულის ერთად. 
ჩვენი სტუდენტები: 
ჩვენი მასწავლებლები იღებენ ისეთ მაღალ შეფასებასაც კი, როგორიცაა Band 4. 
წარმატების მაგალითები: ჩვენი სტუდენტების სურათები და მათი წარმატების ისტორიები.

სიახლეები

    • 16
    • თებ
    მზად ხართ დაიპყროთ SAT და მოხვდეთ თქვენი ოცნების კოლეჯში? შეუერთდით ჩვენს ინტენსიურ SAT-ის მოსამზადებელ კურსს წარმატებისკენ, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისთვის!   რატომ ავირჩიოთ ...მეტი
    • 8
    • ოქტ
      თემა: P/T/G-ის SAT, TOEFL, IELTS კურსები + ანგლო-ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები   ვებინარს ჩაატარებს ტესტირების და შეფასების საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ სიხარულიძე --- ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    -

      P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით რომელთაც აქვთ ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G  2000 წლის ივნისიდან ცნობილია როგორც საუკეთესო ბრენდი საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადებესა და ინგლისური ენის სწავლებაში. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე ჩვენ ყურადღება მივიპყარით როგორც ...მეტი