BEC


ზოგადი ინფორმაცია BEC-ის ტესტის  შესახებ:

BEC არის კემბრიჯის უნივერისტეტის საერთაშორისო ბიზნეს ინგლისურის ტესტი.  ტესტი აღიარებულია, როგორც წარმატების გარანტი მრავალი ბიზნეს-ორგანიზაციისა და სამთავრობო სტრუქტურის მიერ მსოფლიოს მასშტაბით.  

სულ BEC-ის სამი საკვალიფიკაციო ტესტი არსებობს: BEC Preliminary, BEC Vantage და BEC Higher.

BEC Preliminary სამი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება და წერა, მოსმენა და მეტყველება. 

წაკითხულის გააზრებასა და წერას საათ-ნახევარი აქვს დათმობილი და 9 სექციად იყოფა. აქედან 7 წაკითხულის გააზრებაზე მოდის, ხოლო დანარჩენი 2 - წერაზე. ტესტის ეს  ნაწილი აჩვენებს, რომ სტუდენტს სწორად შეუძლია გაიგოს გრაფიკებითა და დიაგრამებით მოწოდებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია, ელექტორნული წერილები და მოკლე სტატიები; ასევე ამოწმებს მის ლექსიკურ მარაგსა და ენის სტრუქტურის ცოდნის დონეს. წაკითხულის გააზრებაში მიღებული ქულები საერთო ქულათა 50 %-ს შეადგენს. 

მოსმენას 40 წუთი ეთმობა და 4 სექციისგან შედგება. თითოეულ სექციაში მოცემული მასალები, ძირითადად, სხვადასხვა სახის დიალოგებსა და საუბრებს მოიცავს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ტესტის ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს წარმოადგენს.

მეტყველების ნაწილს 12 წუთი ეთმობა.  იგი სამი სექციისგან შედგება და გვიჩვენებს, თუ რამდენად კარგად შეუძლია სტუდენტს ინგლისურად მეტყველება, ასევე დიალოგში შესვლა ტესტის სხვა ჩამბარებლებთან და საკუთარი მოსაზრებების გამართულად ჩამოყალიბება. ტესტის ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს წარმოადგენს. 

მთლიანად ტესტი, დაახლოებით, 2 საათი და 30 წუთი გრძელდება. 

BEC Vantage არის BEC-ის Upper-Intermediate -ის დონის შესაბამისი სერთიფიკატი, რაც ადასტურებს იმას, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ინგლისური ენის გამოყენება ბიზნეს გარემოში.

BEC Vantage სულ 4 ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, წერა, მოსმენა და მეტყველება. 

წაკითხულის გააზრებას 1 საათი ეთმობა და 5 სექციისგან შედგება. ამ ნაწილში სტუდენტს სხვადასხვა სახის ბიზნეს-პულბლიკაციებისა და კორესპონდენციების გაცნობა და შემდეგ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. წაკითხულის გააზრებაში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს შეადგენს. 

წერის ნაწილისთვის 45 წუთია გამოყოფილი და 2 სექციას მოიცავს. თითოეულ სექციაში ტესტის ჩამბარებელს სხვადასხვა სახის დოკუმენტების შედგენა, შეთავაზებების გაკეთება და ანგარიშების დაწერა ევალება. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შედეგის 25%-ს წარმოადგენს.

მოსმენის ნაწილს 40 წუთი ეთმობა და 3 სექციისგან შედგება. ამ ნაწილში სტუდენტს მოუწევს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ინტერვიუების, პრეზეტნაციებისა და დისკუსიების მოსმენა და შემდეგ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მოსმენის ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ია. 

მეტყვლების ნაწილისთვის 14 წუთია გამოყოფილი და 3 სექციისგან შედგება. ამ ნაწილში სტუდნეტს საუბარი უწევს როგორც გამომცდელთან, ასევე ტესტის ჩაბარების სხვა კანდიდატთანაც. მასში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს შეადგენს.

მთლიანად BEC Vantage-ის ჩასაბარებლად დაახლოებით, 2 საათი და 30 წუთია საჭირო. 

BEC Higher ბიზნეს ინგლისურის უმაღლესი საფეხურია და მისი სერთიფიკატი ადასრუტებს, რომ ტესტის ჩამბარებელი ბიზნეს გარემოსთვის საჭირო ინგლისურს უმაღლეს დონეზე ფლობს.

BEC Higher ოთხი ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, წერა, მოსმენა და მეტყველება.

წაკითხულის გააზრებას 1 საათი ეთმობა და 6 სექციისგან შედგება. ტესტის ამ ნაწილში სტუდენტს მოუწევს სხვადასხვა სახის რთული ტექსტებისთვის თავის გართმევა. წაკითხულის გააზრებაში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს შეადგენს.

წერის ნაწილი 1 საათსა და 10 წუთს მოიცავს და 2 სექციისგან შედგება. თითოეულ სექციაში ტესტის ჩამბარებელს სხვადასხვა სახის დოკუმენტების: მემორანდუმების, ფაქსების, ანგარიშებისა და შეთავაზებების შექმნა ევალება. წერაში მიღებული ქულები საბოლოო შედეგის 25%-ს წარმოადგენს. 

მოსმენის ნაწილს 40 წუთი ეთმობა და 3 სექციისგან შედგება. ამ ნაწილში ტესტის ჩამბარებელს მოუწევს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ინტერვიუების, პრეზეტნაციებისა და დისკუსიების მოსმენა და შემდეგ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა. მოსმენაში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ია. 

მეტყველების ნაწილისთვის 16 წუთია განკუთვნილი. იგი 3 სექციისგან შედგება და აჩვენებს თქვენი ეფექტური კომუნიკაციის უნარებს პირისპირ საუბრებში. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 25%-ს შეადგენს.

მთლიანად BEC Higher-ის ჩასაბარებლად, დაახლოებით, 3 საათი და 10 წუთია საჭირო. 

ქულები და ჩაბარების წესები:

საქართველოში BEC-ის ჩაბარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ივნისის დასაწყისში, “ბრიტანეთის საბჭოში” არის შესაძლებელი. ტესტზე დარეგისტრირების ბოლო ვადა აპრილის შუა რიცხვებია, ხოლო დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში დამატებით 58 ლარის გადახდა მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ “ბრიტანეთის საბჭოს” თბილისის ოფისი მხოლოდ BEC Vantage-სა და BEC Higher-ს იბარებს. 

BEC Vantage- ის საფასური 241 ლარი 50 თეთრია. ტესტის ონლაინ-შედეგები ივლისის შუა რიცხვებში ხდება ცნობილი,  სერთიფიკატი კი აგვისტოს დასაწყისში გაიცემა.

BEC Higher-ის საფასური კი 272 ლარი და 50 თეთრია. ტესტის ამ ვარიანტის ონლაინ-შედეგები ასევე ივლისის შუა რიცხვებში ხდება ცნობილი, ხოლო სერთიფიკატი აგვისტოს დასაწყისში გაიცემა.

BEC სამივე ვარიანტში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა  100-ია. ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ევროპული სტანდარტის მიხედვით ინგლისური ენის ცოდნის: A, B ან C დონის  შესაბამისს სერთიფიკატს.

ჩვენთან მომზადება: 

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება BEC Vantage -ისა და BEC Higher-ის ოთხივე ნაწილის (Reading, Writing, Listening and Speaking) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ მოგეთხოვებათ.

კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყოს შესაძლებელი.

ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ BEC-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები ბიზნეს ინგლისურში შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით BEC-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები: 

ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ შეფასებას, როგორიცაა A.

 

სიახლეები

    • 4
    • იან
      ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადებში. 2000 წლიდან P/T/G-ის სტუდენტები სისტემატიურად აღწევენ წარმატებას და აგრძელებენ სწავლას ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ...მეტი
    • 29
    • სექ
      ეს პროგრამა  განკუთვნილია  მათვის, ვისაც სურს  შეისწავლოს  ან  გაიუმჯობესოს  ინგლისური ენის  ლექსიკა  და გრამატიკა, ჰქონდეს   პრაქტიკა  ინგლისურ ენაზე  მეტყველებაში,  გამოიმუშაოს ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    25 წლის

    P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. დიდ რეკომენდაციას ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა. P/T/G -ი ...მეტი