აკადემიური ინგლისური


ზოგადი ინფორმაცია აკადემიური ინგლისურის შესახებ:

აკადემიური ინგლისურის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინგლსური ენი სიღრმისეულად შესწავლა და მრავალფუნქციურად გამოყენება. კურსი უზრუნველყოფს: წერის, კითხვის, საუბრის და მოსმენის უნარ-ჩვევების თანაბარ და მაღალ დონეზე განვითარებას. აკადემიური ინგლისურის დასაწყებად საბაზისო ინგლისურის ცოდნაა საჭირო, რაც ზოგადი ინგლისურის Elementary-ის დონეს გულისხმობს.

მთლიანად აკადემიური ინგლისურის კურსი 7 საფეხურისგან შედგება: Elementary, Pre-Intermediate, Intermediate, Upper Intermediate, Advanced, Post-Advanced, Proficiency.

კურსის აღწერა:

აკადემიური ინგლისურის კურსი ორ ნაწილად იყოფა: კითხვისა და წერის, და მოსმენისა და მეტყველების ნაწილებად.

კითხვისა და წერის ნაწილი თავის მხრივ რამდენიმე საფეხურად იყოფა. თითოეული საფეხური სტუდენტს წაკითხულის გააზრების, აკადემიურ ტექსტებზე მუშაობისა და აკადემიური წერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებს.

მოსმენისა  და მეტყველების ნაწილიც ასევე რამდენიმე საფეხურისგან შედგება. თითოეული საფეხური სტუდენტს ინგლისურ ენაზე სხვადასხვა სტილის საუბრის გასაგებად აუცილებელ ცოდნას აძლევს; ასევე სწორად და დახვეწილად მეტყველებისთვის საჭირო ლექსიკურ მარაგსა და უნარ-ჩვევებს უვითარებს.

ზოგადად, კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგება სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის, სხვადასხვა სახის სტატიებისა და კვლევების, სამეცნიერო ნაშრომების, აკადემიური სახის ტერმინებისა და გამოთქმებისაგან, რომელთა სწორად გაგებისა და ადეკვატურად გამოყენების უნარი საჭიროა აკადემიურ სფეროში ნებისმიერი სტატუსით მოღვაწეობისათვის.

აკადემიური კურსის სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება ისეთი ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა ანალიტიკური წერა და კითხვა; მოცემული ინფომაციისა და შეხედულებების ანალიზი, კრიტიკა და არგუმენტაცია; ბუნებრივი ან ხელოვნური პროცესის აღწერა და მოცემულ თემაზე საკუთარი შეხედულებების გამოხატვა.

ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყოს შესაძლებელი.

ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანირებული იყოს. თითოეული კურსისთვის აუცილებელი სტანდარტული სახელმძღვანელოების გარდა ჩვენი მასწავლებლები აქტიურად იყენებენ დამატებით მასალებს სხვადასხვა წყაროებიდან.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ სწავლების საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს.

პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში კურსის ბოლოს ტესტირების შედეგად გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსზე ჩაწერა:

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და ოპტიმალური სასწავლო პროგრამის შერჩევის საშუალებას გვაძლევს.

კურსზე ჩაწერა და ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ:  http://www.ptg-georgia.com/enroll

სიახლეები

    • 16
    • თებ
    მზად ხართ დაიპყროთ SAT და მოხვდეთ თქვენი ოცნების კოლეჯში? შეუერთდით ჩვენს ინტენსიურ SAT-ის მოსამზადებელ კურსს წარმატებისკენ, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომისთვის!   რატომ ავირჩიოთ ...მეტი
    • 8
    • ოქტ
      თემა: P/T/G-ის SAT, TOEFL, IELTS კურსები + ანგლო-ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები   ვებინარს ჩაატარებს ტესტირების და შეფასების საერთაშორისო ექსპერტი ვახტანგ სიხარულიძე --- ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    -

      P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით რომელთაც აქვთ ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G  2000 წლის ივნისიდან ცნობილია როგორც საუკეთესო ბრენდი საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადებესა და ინგლისური ენის სწავლებაში. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე ჩვენ ყურადღება მივიპყარით როგორც ...მეტი