TOEFL


ზოგადი ინფორმაცია TOEFL-ის ტესტის შესახებ:

TOEFL iBT-ის ტესტის ჩაბარება აუცილებელი მოთხოვნაა ამერიკის, ევროპის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტების უმრავლესობაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. ტესტი ამოწმებს რამდენად კარგად იცით ინგლისური ენა საუნივერსიტეტო დონეზე; როგორია თქვენი კითხვის, მოსმენის, წერისა და საუბრის უნარები და როგორ შეგიძლიათ მათი გამოყენება აკადემიური დავალებების შესრულებისას. TOEFL პირველად 1964 წელს ჩატარდა და დღემდე ჩაბარებული აქვს 27 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოში. ამათგან უმეტესობას საშუალო და მაღალი შედეგებით. მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნის 8500-ზე მეტი კოლეჯი, ინსიტიტუტი, სააგენტო და სასწავლო ცენტრი აღიარებს TOEFL iBT-ის შედეგებს. ასევე მის ქულებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ვიზის მისაღებად.

ტესტის ჩაბარება სჭირდებათ:

• სტუდენტებს, რომლებიც გეგმავენ სწავლის გაგრძელებას უმაღლესს სასწავლებლებში;
• ინგლისური ენის სასწავლო პროგრამებზე მიღება-ჩაბარების მსურველებს;
• სტიპენდიებისა და სერთიფიცირების კანდიდატებს;
• ინგლისური ენის შემსწავლელებს, რომლებსაც აინტერესებთ თავიანთი პროგრესის შემოწმება;
• სტუდენტებსა და მუშა-მოსამსახურეებს, რომლებსაც ვიზის აღებაზე შეაქვთ განაცხადი.

TOEFL iBT არის TOEFL -ის ინტერნეტის ფორმატში ჩაბარების ვარიანტი. იგი პირველად 2005 წელს ჩატარდა. მას შემდეგ TOEFL-ის ინტერნეტით ჩაბარება საკმაოდ წარმატებით ხორციელდება და თითქმის მთლიანად ანაცვლებს ტესტის ქაღალდზე ჩაბარების ვარიანტს. დღეისათვის TOEFL -ის გამოცდაზე გამსვლელთა 94% -ს TOEFL iBT აქვს ჩაბარებული. TOEFL iBT-ის ჩაბარება წელიწადში 40-ჯერ არის შესაძლებელი 170-მდე  ქვეყნის 4500-ზე მეტ სატესტო ცენტრში. ტესტის გადაბარება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, შეუზღუდავი რაოდენობით.

საქართველოში TOEFL iBT თბილისსა და ბათუმში ბარდება და მისი ღირებულება $160 დოლარია, ხოლო ტესტის ჩაბარება პარასკევს, შაბათს ან კვირას არის შესაძლებელი. თქვენ შეიძლება მოგიწიოთ დამატებითი საფასურის გადახდა:

• დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში - $ 35;
• ტესტის თარიღის შეცვლისას - $60;
• ქულის აღდგენის ან გაუქმების შემთხვევაში - $20;
• შედეგების დამატებით ლოკაციაზე გადაგზავნის მოთხოვნის შემთხვევაში - $17 (თითო ინსტიტუტზე);
• მეტყველებისა ან წერის სექციის თავიდან შემოწმების მოთხოვნისას - $60;
• პერსონალური ჩეკის უკან დაბრუნების მოთხოვნისას - $20.

TOEFL iBT-ის ტესტი ინტერნეტით ბარდება სპეციალურ საგამოცდო ცენტრში. იგი შედგება ოთხი ნაწილისგან: მოსმენა, კითხვა, მეტყველება და წერა. მთლიანად ტესტის დასრულებას 4.5 საათი სჭირდება. ყოველ სექციაზე მუშაობისას თქვენ დაგჭირდებათ კომბინირებულად რამდენიმე უნარის გამოვლენა.

კითხვის სექცია აკადემიური ტექსტების 3-4 ნაწყვეტს მოიცავს და მასზე საპასუხოდ 60-80 წუთია გამოყოფილი. 60 წუთი იმ შემთხვევაში თუ სექცია 3 ნაწყვეტს შეიცავს, შესაბამისად, 80 წუთი - 4 ნაწყვეტზე. ამ დროის განმავლობაში სტუდენტმა 36-56 შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. მოსმენის სექციას 60-90 წუთი აქვს დათმობილი და იგი სტუდენტმა 34-51 კითხვაზე საპასუხოდ უნდა გამოიყენოს. მოსასმენი თემატიკა: ლექციებს, საკლასო დისკუსიებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრების სხვადასხვა თემაზე საუბრებს მოიცავს. საუბრის სექციას 20 წუთი ეთმობა. ამ სექციაში სტუდენტს 6 დავალება აქვს მოცემული და მოეთხოვება მკაფიოდ და გასაგებად გამოთქვას თავისი აზრი ნაცნობ თემასთან დაკავშირებით. წერის სექციისთვის 50 წუთია გამოყოფილი. აქ სტუდენტს 2 სახის დავალების შესრულება უწევს: პირველი - ინტეგრირებული, სადაც ჩამბარებელმა უნდა წაიკითხოს და შემდეგ მოუსმინოს ინფორმაციას თემის შესახებ და შემდეგ უპასუხოს მოცმეულ თემას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და მეორე - არგუმენტირებულად დაიცვას თავისი შეხედულებები ტესტში მოსულ თემასთან დაკავშირებით.

ტესტის თითოეული სექცია 0-30 ქულიანი სკალით ფასდება. ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 120-ია, ხოლო მინიმალური ზღვარი არ არსებობს, რადგან ყველა უნივერსიტეტს, ინსტიტუტსა თუ კოლეჯს თავისი კრიტერიუმები აქვს დაწესებული. თუმცა "ტოპ" უნივერსიტეტებში მაგისტრატურაზე მოსახვედრად 100-დან 110 ქულამდეა საჭირო. ბაკალავრიატზე ეს ზღვარი შედარებით დაბალია თუმცა ზოგიერთ უნივერსიტეტში ეს მოთხოვნა შეიძლება მაინც იყოს 100 ქულა ან მეტი (მაგალითად იელის ან ჩიკაგოს უნივერსიტეტი).

ჩვენთან მომზადება:

ჩვენთან სწავლების პერიოდში ყურადღება თანაბრად ექცევა ახალი TOEFL iBT-ის ოთხივე ნაწილის (Reading, Listening, Speaking and Writing) ჩვევების და ინგლისური ენის შესაბამისი ცოდნის განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდის გარეშეა.

კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური პროგრესის მიღწევა მოხდეს.

ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მომზადებას:

- რეგულარული

- ინტენსიური

- ინდივიდუალური

ჩაეწერეთ ჩვენთან კონსულტაციაზე შესაბამისი მომზადებისა და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკის შესარჩევად.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ TOEFL iBT-ის კურსისთვის აუცილებელი წინამოსამზადებელი პროგრამები  ინგლისურ ენაში, შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა.

კურსზე ჩაწერა და ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ:  http://www.ptg-georgia.com/enroll

ჩვენი სტუდენტები:

ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ ქულებსაც, როგორიცაა 117 ქულა 120-დან.

ჩვენი სტუდენტების ნაწილი რომლებმაც 100-ზე მაღალი ქულა მიიღეს:

ტატო ჩანტლაძე - 117

გიგლა ჯაბიშვილი - 103

ნათია ზოიძე - 113

საბა პოღოსოვი - 104

ცოტნე ებრალიძე - 108

დავით ჯაფარიძე - 108

სალომე თვალოძე - 101

სიახლეები

    • 4
    • იან
      ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადებში. 2000 წლიდან P/T/G-ის სტუდენტები სისტემატიურად აღწევენ წარმატებას და აგრძელებენ სწავლას ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ...მეტი
    • 29
    • სექ
      ეს პროგრამა  განკუთვნილია  მათვის, ვისაც სურს  შეისწავლოს  ან  გაიუმჯობესოს  ინგლისური ენის  ლექსიკა  და გრამატიკა, ჰქონდეს   პრაქტიკა  ინგლისურ ენაზე  მეტყველებაში,  გამოიმუშაოს ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    25 წლის

    P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. დიდ რეკომენდაციას ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა. P/T/G -ი ...მეტი