CAE


ზოგადი ინფორმაცია CAE-ის ტესტის  შესახებ:

CAE არის კემბრიჯის მაღალი სტანდარტის ტესტი აკადემიურ ინგლისურში, რომელსაც 3000-ზე მეტი უნივერსიტეტი, დამქირავებელი და სახელმწიფო სტრუქტურა აღიარებს როგორც აკადემიური ინგლისურის ცოდნის საუკეთესო დამადასტურებელს. გარდა ამისა, CAE-ს სერთიფიკატი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად.

ზოგადად, CAE-ს ორი ვარიანტი არსებობს: კომპიუტერული და ქაღალდის, თუმცა საქართველოში მხოლოდ ქაღალდის ვარიანტი ბარდება. 

ტესტი 5 ნაწილისგან შედგება: წაკითხულის გააზრება, წერა, ინგლისურის გამოყენება, მოსმენა და მეტყველება. 

წაკითხულის გააზრებას 1 საათი და 15 წუთი ეთმობა და 4 სექციისა და 34 შეკითხვისაგან შედგება. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 20%-ია. 

წერის ნაწილი 1 საათი და 30 წუთი გრძელდება და ორ სექციას მოიცავს. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შედეგის 20%-ს წამროადგენს. 

ინგლისურის გამოყენების ნაწილს 1 საათი სჭირდება და 5 სექციისა და 50 შეკითხვისგან შედგება. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შეფასების 20%-ია. 

მოსმენის ნაწილისთვის 40 წუთია გამოყოფილი და 4 სექციასა და 30 შეკითხვას მოიცავს. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შედეგის 20%-ს შეადგენს.

მეტყველების ნაწილს 15 წუთი ეთმობა. იგი 4 სექციად არის დაყოფილი. თითოულ სექციაში ტესტის ჩამბარებელს საუბარი უწევს როგორც გამომცდელთან, ასევე სხვა კანდიდატთანანაც. ამ ნაწილში მიღებული ქულები საბოლოო შედეგის 20%-ს შეადგენს.

მთლიანად CAE-ს ჩასაბარებლად 4 საათი და 40 წუთია საჭირო. 

ქულები და ჩაბარების წესები:

საქართველოში CAE-ს “ბრიტანეთის საბჭო” იბარებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ივნისის შუა რიცხვებში, არის ტარდება. ტესტზე დარეგისტრირების ბოლო ვადა აპრილის შუა რიცხვებია. 

CAE-ის საფასური 259 ლარია,  ხოლო დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში დამატებით 58 ლარის გადახდა მოგიწევთ. 

ტესტის ონლაინ-შედეგები ივლისის ბოლოს ხდება ცნობილი, სერთიფიკატი კი აგვისტოს დასაწყისში გაიცემა. 

CAE-ში მაქსიმალური ქულა 100-ია, ხოლო მიღებული ქულები შემდეგ ხარისხებს შეესაბამება:

ხარისხი:                          ქულა:                         ხარსიხი ევროპული სტანდარტის მიხედვით:

A                                       80-100                           C2

B                                       75-79                             C1

C                                       60-74                             C1

B2 CEFR level                       45-59                             B2

ჩვენთან მომზადება: 

სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება CAE-ის ხუთივე ნაწილის (Reading, Writing, Use Of English, Listening and Speaking) ჩვევების განვითარებას. კურსის პარალელურად გათვალისწინებულია პრაქტიკა კომპიუტერზე, რომელიც არის ჩვენი საჩუქარი და დამატებითი თანხის გადახდა არ მოგეთხოვებათ.

კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება. ჩვენს მიერ შემუშავებული სწავლების სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური შედეგი მიიღწეს.

ჩვენი სისტემა გულისხმობს მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივ მუშაობას იმისთვის, რომ სტუდენტის წარმატება გარანტირებული იყოს.

კურსის დაწყებამდე მსურველებმა უნდა გაიარონ ე.წ. დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც საზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური სასწავლო პროგრამა. 

ჩვენ გთავაზობთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მეცადინეობებს და თქვენთვის მაქსიმალურად მოქნილ გრაფიკს. 

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ CAE-ის კურსისთვის წინამოსამზადებელი პროგრამები ინგლისურ ენაში შესაბამისი ცოდნისა და ჩვევების გამოსამუშავებლად.

კურსის საფასურში შედის სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა. 

კურსზე ჩაწერა და ინგლისური ენის ტესტის ონლაინ რეჟიმში შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ: http://www.ptg-georgia.com/enroll

კურსის დაწყებამდე საკონსულტაციო შეხვედრისას თქვენ დამატებით გაივლით CAE-ის საბაზისო ცოდნის შესამოწმებელ ტესტს.

ჩვენი სტუდენტები: 

შედეგები - ჩვენი სტუდენტები იღებენ ისეთ მაღალ შეფასებასაც, როგორიცაა A. 

 

სიახლეები

    • 4
    • იან
      ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადებში. 2000 წლიდან P/T/G-ის სტუდენტები სისტემატიურად აღწევენ წარმატებას და აგრძელებენ სწავლას ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ...მეტი
    • 29
    • სექ
      ეს პროგრამა  განკუთვნილია  მათვის, ვისაც სურს  შეისწავლოს  ან  გაიუმჯობესოს  ინგლისური ენის  ლექსიკა  და გრამატიკა, ჰქონდეს   პრაქტიკა  ინგლისურ ენაზე  მეტყველებაში,  გამოიმუშაოს ...მეტი

წარმატებული სტუდენტები

  • გიგლა ჯაბიშვილი

    38 წლის

    გიგლა მოემზადა TOEFL iBT და GMAT -ის კურსებზე ჩვენთან. ძალიან ...მეტი

  • სოფიო ზაქარიაძე

    33 წლის

    სოფო ასევე ემზადებოდა GMAT-ის სწრაფად მოსამზადებელ პროგრამაზე. სწარაფი პროგრესისა და ...მეტი

  • გიორგი შაგიძე

    38 წლის

    გიორგი შაგიძე 2 წელი ემზადებოდა ჩვენთან. მან დეტალურად გაანალიზა ჩვენს ...მეტი

  • ლევან როინიშვილი

    39 წლის

      ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე ...მეტი

  • ამირან შეროზია

    36 წლის

        www.linkedin.com/pub/amiran-sherozia/3/1aa/295 ...მეტი

  • გრიგოლ სვანიძე

    33 წლის

    გრიგოლ სვანიძე ჩვენთან ემზადებოდა IELTS -ის ინტენსიურ კურსებზე. ის 2-ჯერ ...მეტი

  • ზურა გიორგაძე

    24 წლის

      www.linkedin.com/in/zuragiorgadze/ ...მეტი

  • დავით მოწონელიძე

    25 წლის

    P/T/G - ის გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის სპეციალისტებით. დიდ რეკომენდაციას ...მეტი

  • ლუკა ინჩერტი

    46 წლის

      http://it.linkedin.com/pub/luca-incerti/3b/21/b40/ ...მეტი

  • საბა პოღოსოვი

    30 წლის

    www.linkedin.com/pub/saba-pogosov/17/7a2/a23/ ...მეტი

  • გიორგი ჩუბინიძე

    33 წლის

      http://uk.linkedin.com/in/geochubini/ ...მეტი

  • ჯეისონ დიუპონტ

    41

    მე დიდად მოხარული ვარ, რეკომენდაცია გავუწიო P/T/G -ს. როგორც საქართველოში ...მეტი

  • ჯაბა ბურჯალიანი

    32

      დღეს ძალიან ბევრია ისეთი სასწავლო ცენტრი საქართველოში, რომელიც ცდილობს, მაქსიმალურად ...მეტი

  • დავით ლაგვილავა

    36

      P/T/G - ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა ბაზარზე ინგლისური ენის ...მეტი

  • მარიამ მითაიშვილი

    18

      "ჩემთვის P/T/G არის ადგილი სადაც შექმნილია მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო, სადაც ...მეტი

  • მარიამ კობიაშვილი

    20

      "PTG-ში TOEFL-ის მოსამზადებელი კურსი გავიარე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აქ ...მეტი

  • ივანე გიგოშვილი

    26

      "PTG არის შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, აკადემიური განვითარების და თვითდაჯერებულობის შემძენი ...მეტი

  • ზვიად კერვალიშვილი

    34

    "P/T/G -ს მთავარი უპირატესობა არის მისი პრაქტიკული მიდგომა სწავლის პროცესისადმი ...მეტი

  • ალექსანდრე ქოჩაკიძე

    26

    "PTG-ში გავიარე თვენახევრიანი ინტენსიური კურსი IELTS-ის ტესტისთვის მოსამზადებლად, სადაც მჭირდებოდა ...მეტი

  • მარიამ დავითაშვილი

    22

    მადლობა P/T/G -ს რომ დამეხმარა TOEFL -ში მომზადებაში, კერძოდ ვახოს ...მეტი

ჩვენ შესახებ

P/T/G - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა. P/T/G -ი ...მეტი