ამ ორგანიზაციაში კარგად იციან საკუთარი საქმის კეთება. ამაში პირველი გაკვეთილზევე დავრწმუნდი. GMAT-ის კურსი, რომელსაც ვესწრებოდი, კარგად იყო აწყობილი, მასწავლებლები იყვნენ თან „მაგრები“ და თანაც მეგობრულები. მასალებიც კი, რომლებიც ერთი შეხედვით გარეთაც ადვილი საშოვნია, PTG-ში მაინც ყველაზე კარგად შერჩეული და საუკეთესო დამხვდა. არ იყოყმანო, მიდი ერთი დღით ადრე PTG-ში და მოხვდები რეიტინგში ერთი საფეხურით უკეთეს უნივერსიტეტში!
პატივისცემით,
ლ. როინიშვილი
ლევანის შედეგები GMAT -ის ტესტში ფენომენალურია! მისი 770 ჯამური ქულა არის 99 პერსენტაილის რაც ნიშნავს იმას, რომ მან აჯობა ამ ტესტის ბოლო 4 წლის ჩამბარებლების 99 %-ს, მათ შორის თვით ამერიკელებს და გავიდა საუკეთესო 1 %-ის მიღწევათა სიაში! გაკვეთილების დროს მისი ჩართულობა იყო ძალიან მაღალი და აღსანიშნავია, რომ ის ყოველთვის ეძებდა ამოცანის გადაწყვეის ახალ გზებსა და ხერხებს.