P/T/G - პროფესიონალ ტრეინინგ გრუპი 2000 წლის ივნისში ჩამოყალიბდა და მუშაობას შეუდგა როგორც სრულიად დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ორგანიზაცია. პირველივე მოსწავლეებმა მიაღწიეს იმდენად დიდ წარმატებას რომ დაარსებისთანავე სკოლამ ყურადღება მიიპყრო როგორც ტესტებისთვის მოსამზადებელმა საუკეთესო ცენტრმა. P/T/G -ი წარმატებით იყენებს ენის შესწავლის კომუნიკაციურ მეთოდს და მუდმივად შემოაქვს სიახლეები მოსწავლეების მიერ სასწავლო მასალის ათვისების გასაუმჯობესებლად. ენის სწავლება მოიცავს გრამატიკის, ფონოლოგიის, ლექსიკისა და ყოველდღიური სასაუბრო ენის მიზანმიმართულ გაუმჯობესებასა და გამოყენებას. გაკვეთილებზე თანამედროვე სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენება დამატებითი მასალა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევთ გაეცნონ თანამედროვე მსოფლიო კულტურასა და საზოგადოებას.

P/T/G -ის გამოცდილ და კვალიფიცირებულ პედაგოგებს გავლილი აქვთ მრავალი ტრეინინგი და სპეციალური კურსი, ისინი დაჯილდოებული არიან ენის სწავლების სერტიფიკატებითა და დიპლომებით. ჩვენი პედაგოგები იმყოფებიან მუდმივი განვითარებისა და დახვეწის პროცესში, რაც განაპირობებს იმას, რომ მათ ხელი მიუწვდებათ მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილ სასწავლო მეთოდიკაზე, საგანმანათლებლო ინფორმაციასა და სახელმძღვანელოებზე.

P/T/G -იმ 2009 წელს მოიპოვა პარიზის 23-ე საერთაშორისო კონვენციის - World Quality International Star Award -ის ოქროს კატეგორიის ჯილდო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სწავლების უმაღლეს სტანდარტებს. 2012 წელს P/T/G იყო ბრიტანეთის საბჭოს "English Teaching Radio" -ს ექსკლუზიური სპონსორი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში P/T/G -იმ ბრიტანეთის საბჭოსთან ერთად გააცნო საზოგადოებას თუ როგორი უნდა იყოს კარგად ჩატარებული ინგლისური ენის გაკვეთილი რაშიც P/T/G-ის პედაგოგებმაც მიიღეს მონაწილეობა.

დღეისათვის P/T/G ასევე არის ჰალტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის - HULT International Business School, ჩესტერის უნივერსიტეტის, David Game College, Regent’s College London და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ინგლისური ენის სკოლის სააგენტო საქართველოში. 

 

სიახლეები

    • 4
    • იან
      ტესტებისთვის მოსამზადებელი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას უმოკლეს ვადებში. 2000 წლიდან P/T/G-ის სტუდენტები სისტემატიურად აღწევენ წარმატებას და აგრძელებენ სწავლას ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ...მეტი
    • 29
    • სექ
      ეს პროგრამა  განკუთვნილია  მათვის, ვისაც სურს  შეისწავლოს  ან  გაიუმჯობესოს  ინგლისური ენის  ლექსიკა  და გრამატიკა, ჰქონდეს   პრაქტიკა  ინგლისურ ენაზე  მეტყველებაში,  გამოიმუშაოს ...მეტი